იუდას ფიქრნი
როგორ ვიწამო... ფირქობს იუდა, ცეცხლი ისედაც მრავლად ანთია, ურწმუნო გულში წმინდა ნიშანი ვერცხლის სურვილმა ფერფლად აქცია. როგორ ვიწამო - იქნებ მაგია, ვერცხლი კი ფულად მაინც მარგია, კაცის ვიწამო?! - იქნებ ყალბია, ამბორით გავცემ - ფულს დამაყრიან. ასე გაცვალა ვერცხლში მოყვასი, ფული კი მართლაც არად არგია, რადგან ურწმუნო ადამიანი ოჯახისთვისაც დიდი ხარჯია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი