მე...
მე პოეტი ვარ, მაგრამ ზოგჯერ დარდი მერევა, ნაგროვი სევდა თვალს ცრემლებად შემომერევა, ვერავინ ამჩნევს, სტრიქონებში ვაქსოვ ფერებად, მე პოეტი ვარ და წერაში წლები მელევა. კალამი ცვდება, ხელის გულებს კოჟრი ერევა, ფაფუკი კანი ისე ჭკნება სხვას ვერ ეხება, მე პოეტი ვარ - სილამაზეს ავღწერ ლექსებად, ქალის მშვენებას ვერაფერი ვერ შეედრება. მე პოეტი ვარ და ჩემს სევდას ვფარავ ლექსებად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი