ღალატი გულში...
უცებ ღალატი შემომიჩნდა რატომღაც გულში, იუდა სახლობს ყველა ცოცხალ ცოდვილის სულში და საძიებლად გავემართე ოცდაათ ვერცხლის, როგორც იუდამ გაიყვანა სავაჭროდ ღმერთი. ვერცხლის ძიებით გაილია სიცოცხლის წლები და განიძარცვა სამოსელი ჩემივე ხელით. უფლის წყალობას ქუჩა-ქუჩა ვფანტავდი ხრეშში სამოთხის ნაცვლად ჯოჯოხეთის ტანჯვა მომელის. როგორც იუდამ გაიყვანა სავაჭროდ ღმერთი, ისე დავდექი შავ ბაზარზე... ნეტავ რას ველი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი