ადამიანო...
რად ვერ ისვენებ ადამიანო, ადამის სახე სულ წაგიშლია, რად გედიდება შენი სიცოცხლე, ნუთუ არ იცი - ერთი წკირია. მტრობას და ბოღმას რად ესწრაფვები, სიყვარული ხომ მათზე დიდია, რად გაბოროტდი ადამიანო და მოძმის სისხლი რად დაგიღვრია?! გახედე ხეებს რა რიგად დგენან, ყვავილებს ასდით ნაზი სურნელი, თვალი ადევნე - თუ როგორ ღელავს ცისკრის ალიონს ია-გუნდები. წყაროს ჩხრიალი დამღერის ნანას, ჩქერში ბინადრობს თევზი მრავალი, და სიყვარულით გებაასება მზე ალიონზე ამომავალი... გზას ნუ აცდები ადამიანო, დასაკარგავი კიდევ ბევრია, სულს თუ გაყიდი - აბა მითხარი მასზე ძვირფასი რა დაგრჩენია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი