დრო...


დრო გავა და გზად ყველაფერს შეცვლის,
ძველ ტკივილებს შემოდგომა ფერავს,
დრო მიდის და უკვე წარსულს ერთვის
გაყინულ გულს მომავალი ჭედავს.
ხავსისფერი მოსდებია აზრებს,
აბლაბუდას დაუფარავს წლები,
დაობებულ მოგონებებს დავსდევ
რომ აწმყოში გადავწმინდო მტვერი.
დრო მიდის და გზად ყველაფერს ლეკავს,
მძიმე სევდას ნაპირებზე ლექავს,
მომავალში შეგვაპარებს ცელქად,
როცა გული შავ ზღვასავით ღელავს.
იმედების დაუბერავს ქარი,
აშრიალებს გადამხმარ ტყის შარას,
მიუყვება ნაპირს მარტოდ მდგარი
და ღიმილით ძველ ტკივილებს ფარავს.
დრო მიდის და ისტორიას ერთვის,
სიჭაბუკის წლები გაიპარა,
მოღრუბლულ ცას მზე სხივებით ებრძვის
და სიბერე ჩუმად მოგვეპარა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი