ცხოვრების გზა
ისტორია იწერება ცხოვრებით, ასო-ასოდ იკინძება წლები, ცხოვრების გზას ყველაზე რთულ მომენტში ნაკვალევზე შერჩენია ცრემლი. ეკალ-ბარდი შერევია გვირილებს, ალაგ-ალაგ მოსდებია ხმელი, სურნელება ია-ვარდის გამქრალა, მხოლოდ იმედს გაუდგია ფესვი. ნაბიჯ-ნაბიჯ ძველ ბილიკებს ვიხსენებ, ახალ გზაზე შემხვედრია ძველიც, აქ სურნელი სულ სხვაგვარი დამდგარა, სიახლეა - ძველებური ეშხით. ისტორიას სულ სხვა მხარეს ვაგრძელებ, თანამგზავრიც შეიცვალა ბევრი, მეც არ ვიცი ცხოვრებაში სად გაქრნენ უდარდელი ყრმობის მეგობრები. ისტორია იწერება ცხოვრებით, დაღლილ სახეს დასტყობია წლები, ცხოვრების გზის ყველაზე რთულ მომენტში, მხოლოდ ღმერთი დამდგომია გვერდით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი