უბრალო... - უბრალოდ...
დიდი არაფერი - კაცი ვარ უბრალო, სული მაქვს უბრალო და ვცოცხლობ უბრალოდ. დიდი არაფერი - ფიქრი მაქვს უბრალო, დარდს ლექსით ვმკურნალობ მხოლოდ ღმერთს ვუამბობ. დიდი არაფერი - აზრი მაქვს უბრალო, ცხოვრების დინებას მივყვები უბრალოდ. ჩემი საქართველო მე მიყვარს უბრალოდ, უფლისგან ნაძერწი, ბუნებით უბრალო. ღარიბი არა ვარ, ისე ვარ უბრალო. ასე გავიზარდე - ხალვათად, უბრალოდ. სხვა თუ არაფერი - ლექსი მაქვს უბრალო, გული მაქვს კეთილი, ფიქრებით უბრალო. კიდევ ბევრს დავწერდი - დრო არ მაქვს უბრალოდ, ცხოვრების დინებას მივყვები უბრალოდ, არავინ არა მძულს, არც არვის ვუარყოფ... დიდებას არ ვითხოვ - მიმიღეთ უბრალოდ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი