თაობათა გასაყარზე..
თაობათა გასაყარზე იკვეთება გზები, ძველ თაობას სხვა ფიქრი აქვს და სხვა იმედები, მომავალი თითქოს ღელავს და რაღაცას ელის, საქმის ნაცვლად დუმილია - სულ არაფრის მთქმელი. დახმარება სიტყვად რჩება, ძმობა - სასმლის წვეთში, ძველ-ქართული თანადგომა ცოცხლობს ნაწერებში. აქ ვაჭრობა ბიზნესია - ერთმანეთის ბედით, საქართველო იფლითება და არაფერს ვშვრებით. წინაპართა სისხლით დაცულს - ოცნებებით ვეტრფით, ღვთით კურთხეულ ქვეყანაში ძველ მტრებს ვეგებებით, მიწა-წყალის გასაყიდად შავ ბაზარზე ვდგებით, აუწონავ სიმდიდრეში ოცდაათ ვერცხლს ველით... ქალ-კაცობა შეიცვალა, შეიცვალა გენი, კურთხეული ღვინის ნაცვლად - წამლით ვიბრიდებით. ვაზის ნაჟურს არად ვაგდებთ, მოვუთხარეთ ფესვი, საწნახელის დაღარულ ფსკერს მოსდებია მტვერი. გლეხის შრომას მასხრად ვიგდებთ, სიღარიბით ვკვდებით, უცხოეთში ვლამობთ წასვლას - იქაც გლახას ვშვრებით.... იკარგება მომავალი უძლეველი გენის, იხურება ისტორია, კურთხეული ქვეყნის. თაობათა გასაყარზე - გაიყარა გზები, და საკუთარ მიწა-წყალზე - ლტოლვილები ვხდებით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი