ნუ მომკლავ...


დღეს მე ტყვია მომხვდა,
დღეს მე დანით მომკლეს,
ძალით დამისრულდა
ჩემი მომავალი.
დღეს მე ტკივილი მკლავს,
გულში რჩება სევდა,
ვერც კი მოვასწარი
მეთქვა აღსარება.
ბოლო ზიარება,
ბოლო გააზრება,
ოცნებად გავიყოლე
ზეცად შემოქმედთან.
ხვალე მიტირებენ,
მცირედს ვეხსომები,
დროში იკარგება
მერე ეს გრძნობები...
დღეს მე უკვე მომკლეს,
სხვას ხვალე მოკლავენ,
მკვლელს სიტყვით დასჯიან
მცირედ დატუქსავენ...
ვერაფერს ვერ შევცვლით
ქუჩაში ამბოხით,
უკვე დარღვეულა
სიცოცხლის კანონი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი