ცის სევდა...
დღეს მიწა იძრა, ცა თითქოს წვიმის წვეთებით ტიროდა. ცოდვებით დამძიმებული ხალხთ სიბრალულით იწვოდა. მთებში ბინდს დაესადგურა, ბარს ჯანღი ჩამოსდიოდა, დღე უცებ დაბინდებული საავდროდ შემოჰკიოდა. დღეს მიწა იძრა და ციდან წვიმის წვეთები ცვიოდა, არც წვიმა იყო ნამდვილი, არც მიწის დარდი ისმოდა, წვეთები - წმინდა ცრემლია დედა ღვთისმშობელს სდიოდა, ტიროდა უფლის მშობელი, ჩვენთვის შენდობას ითხოვდა... დღეს მიწა იძრა - უფალი თავისკენ ლოცვით გვიხმობდა, ტიროდა დედა-მშობელი ცრემლები ღვარად სდიოდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი