წინაპართ


მთათა ლომებო აღსდეგით,
ქართლის საზღვრებთან მტერია,
ჩამაუყევით იწრობებს,
სადაც ქართველნი გელიან,
ხმალ - ორლესულა აიღეთ,
გორდას გაწმინდეთ მტვერია,
აღსდეგით დაუძლეველნო
დღეს საბრძოლველად გელიან.
სტუმარ-მასპინძლის ადათი
ოდითგან შემოგვრჩენია,
ქართლის საზღვრებს რომ ლახავენ
სტუმრობა მათ არ სჩვევიათ...
მთათა ლომებო აღსდეგით,
ბრძოლის ველს მგლები გველიან,
ლომებთან მათი ჭიდილი
დიდი ვერაფრის მქმნელია.
ხმარ ორლესულა იახლეთ
გორდას ულესეთ წვერია,
დაუღალავი მარჯვენა
ჯერთ კიდევ შემოგვრჩენია...
ხეობებს სხივი გამოჩნდა
მზე ღრუბლებს გამოქცევია,
შუბის წვერზე რომ ამოვა
მაშინ ავკაფოთ მტერია,
ისმოდეს ბართა ხეივანს
აბჯრის წკრიალის ხმებია...
მთების ლომებო მოგიხმობთ,
ბარს განსაცდელი წვევია,
ქართველ ლომებთან ჭიდილი
ჯერთ არვის არ შარჩენიათ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი