Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_ne9s145nkubnnek7qfvvkna3q4, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
სიკვდილმისჯილის ბოლო სიტყვა... - ვასილ ადეიშვილი | პოეზია

სიკვდილმისჯილის ბოლო სიტყვა...


მიდი მესროლე - რაღას უცდი,
ნუ აგვიანებ,
მხოლოდ ხორცს მოკლავ, რადგან გული
უკვე სხვისია,
მიდი მესროლე - ნუღარ ფიქრობ,
ვეღარ დავიცდი,
ხორცი წაიღეთ, რადგან სულით
ზეცად მივდივარ.
მიდი მესროლე - საქართველოს
კუთვნილი ტყვია,
დაე მაგ ტყვიამ დაასრულოს
ჩემი მისია,
მიდი მესროლე - რაღას უცდი,
ნუ აგვიანებ,
ანგელოზები მესტუმრნენ და
მიწად მიცდიან.
მიდი მესროლე - ჩემს სამშობლოს ვუდგევარ ფარად,
ვიცი მოვკვდები, ხვალ სხვას ხვდება
ჩემი მისია,
ხორცი წაიღეთ ჯალათებო,
ლეშია მხოლოდ,
გული კი უკვე სამშობლოსთვის
გადამიცია.
მიდი მესროლე - გოლგოთაზე რეკენ ზარები,
უფალი მიხმობს, დასასრულის წამი ტკბილია,
მიდი მესროლე - ნუ ყოყმანობ, ნუ აგვიანებ,
უნდა წავიდე... ანგელოზნი
დიდხანს მიცდიან...
არ გეგონოს, რომ რადგან მომკლავ
გარდავიცვლები,
გადავინაცვლებ - სად მართალნი
სულნი მიდიან...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი