დიდგორი


დღეს ძველებურად ბრწყინავს დიდგორი,
მარაბდის ველი ქართველთ უხმობდა,
კრწანისის ველზე ყაყაჩოები
წინაპართ ამბავს სტუმრებს უთხრობდა.
ეხლაც გმირების იზრდება დასი,
ქართველთ მარჯვენას ღმერთი ულოცავს,
მიძინებული წმინდა გრძნობები
გონს მოსასვლელად იხმობს მოურავს.
ხერხეულიძეთ გადმოგვყვა სისხლი,
დაუგდებელი დროშით ვალ-მოხდა,
საქართველოში, ქართული გული
კვლავ შეიკვრება მტრებთან ამბოხად.
დღეს ძველებურად რეკენ ზარები,
დიდგორის ველი გვიხმობს საომრად,
კრწანისის ველზე ყაყაჩოები
ამ ბრძოლის მერე უფრო ამოვა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი