ქალაუ


გახსოვდეს ქალაუ შენ გშვენის მანდილი,
ქალის სიდიადის ურყევი ემბლემა,
შენც დედის რძითა ხარ გმირულად აღზრდილი
ქართველი ვაჟკაცის მარჯვენით მშვენებად.
შენც გელის დედობა, გმირების ვარამი,
ბედთან შეჭიდება - ცრემლები ამაყი,
შენც მოდგავს გენებში ბუნება თამამი,
გამშვენებს მანდილი და თავი მდაბალი.
გახსოვდეს ვაჟაუ ის მამა-პაპანი,
ვინც სისხლით დაიცვა ქართული ანბანი
და ქალის მშვენება მზესავით ნარნარი
შენ გადმოგაბარა - ძველ მუხის აკვანში.
მარჯვენა გერგუნა კლდესავით მაგარი
მკაცრი ბედისწერის გზა გაქვს გასაკვალი.
ერთურთის იმედით და მშობლის ამაგით
შვილი გამოზარდეთ მდაბალი, თამამი...
ქახსოვდეთ ქალ-ვაჟნო ერთი გაქვთ სახადი,
ცხოვრების გზა არის თავქვეც და აღმართიც.
ქართული ენით და ქართული ანბანით
თავმდაბლად აღზარდეთ თაობა მრავალი.
გახსოვდეს ქალაუ - გებოძა მანდილი,
ოდითგან ქართველი დედების მშვენება,
ვაჟაუ ცხოვრება არ არის ადვილი
და ბევრჯერ მოგიწევს ბედთან შერკინება...
მარად გაუფრთხილდით ერთურთის მშვენებას
და ბნელში - ლამპარი გზად მუდამ გენთებათ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი