იმედი შემოგვრჩენია


სჯობს დავივიწყოთ ყველა საზღვარი,
ადამიანთა მოდგმის სენია,
ცოდვის მორევში გამოკეტილი
სიცოცხლეს ხარჭად შემორჩენია.
სჯობს დავივიწყოთ ყველა საზღვარი,
მდიდარ-ღარიბი - ყველა ერთია
უფლის მცნებების არ მიმდევარიც
ჩვენი ხორცი და ჩვენი გენია...
სჯობს დავივიწყოთ განყოფა ფულით,
ვერცხლის სიმრავლეს ცოდვა სჩვევია,
სანამ იუდა გაიდგამს ფესვებს,
მაცხოვრის ჯვარის მადლი გვწვევია...
სჯობს დავივიწყოთ წლები საზარი,
ასაკი ყველას წამოგვწევია,
გულს სიხალისე ვახაროთ მარად,
სახეს ნაოჭი - არაფერია...
სჯობს დავივიწყოთ ძველი დიდება,
უბრალოება - თავად ღმერთია,
სანამ პირქუშად შემოანათებს
და ოცნებები გამოგვლევია...
სჯობს დავივიწყოთ ყველა საზღვარი,
უსაზღვროება გრძნობას სჩვევია,
ცოდვის მორევში გამოკეტილებს
მხოლოდ იმედი შემოგვრჩენია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი