სურვილი
მინდა ცად ვიყო - ვარსკვლავი ბევრი და დედამიწა მეფინოს ფერხთით, მინდა ზღვა ვიყო - იდუმალ ეშხით და მზეს ვძირავდე უძირო ფსკერში. ვიყო ნიავი - ჯიუტი, ცელქი და წვიმის წვეთი - ცრემლები ზეცის. მინდა მზე ვიყო - სიცოცხლის ფესვი და ღამით მთვარე - ფარული ვნებით. მინდა კლდე ვიყო - დამცველად ქვეყნის და წყაროს წყალი - მწყურვალე ერის. ზამთარიც ვიყო - ყინული თეთრი და გაზაფხულის - სიცოცხლის წვეთი. მინდა ცად ვიყო მსახური ღმერთის, გაყინულ გულში იმედის სვეტი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი