Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_ne9s145nkubnnek7qfvvkna3q4, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ქალაუ წამამყე - ვასილ ადეიშვილი | პოეზია

ქალაუ წამამყე


მაშინაც ასე მდუმარედ იწვა,
ცა თითქოს ქუხდა, მთა თითქოს იძვრა,
მაშინაც ასე მდუმარედ იწვა
წლების მიჯნაზე ქართული მიწა.
ცად გაელვება მოსჩანდა მეხის,
ცეცხლის წვიმებად ცვიოდა ტყვია
ქართულ მიწაზე ქართულ გულს სცივა,
დედის წუხილი ზეცამდე ისმა
ღვთისმშობლის თვალებს ცრემლები სცვივა.
მაშინაც ასე მდუმარედ იდგა,
თითქოს უსმენდა სულ ბოლო სიტყვას,
დედის ცრემლები გრძნობაზე წმინდა
დაეცემოდა გმირების მიწას.
ათწლეულს ითვლის მდუმარე ღამე,
მიწას შემორჩა ტკივილი მწარე
ისევ ის მთვარე, ცხოვრების გზაზე,
გზას გაუნათებს გმირების მხარეს.
მაშინაც ასე იძვროდა ქარი,
მაშინაც დედას სდიოდა ცრემლი
მაშინაც ქუხდა ზეცა ბნელ ღამეს
როცა გმირებმა სიცოცხლე დათმეს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი