ბოლო აკორდი
ცოდვა დამიტევე ღმერთო... სული შემიბერე ღმერთო გულზე იარები მეწვის, მოდი, ჩამეხუტე ერთო ხალხი უკვე ვეღარ მშველის. ლოცვით მუხლმოყრილი გიხმობ თვალებს ცრემლის კვალი ერჩის, მოდი... გელოდები ერთო ჩემი - მხოლოდ შენ ერთს გესმის. დარდებს ვეღარავის ვანდობ, რადგან ცინიზმია ერში, სული შემიბერე ღმერთო გული ტკივილისგან მეწვის. ბრძოლას სულ თავიდან ვიწყებ, რადგან მეც გაგეცი ქცევით, ხელი მომაშველე ღმერთო ცოდვას სინანულით ვებრძვი. ხელნი დაკოჟრილი შრომით, მუხლებს შრომის კვალი დარჩა, როგორც პირუტყვი დგას ოთხით, ისე ვეწეოდი ჯაფას. ლუკმა მიწილადა მიწამ, ციდან წვიმის წვეთი მნამავს, ეხლა გამაგრილებს სიო და დრო მოგონებებს შთანთქავს. უწინ ვეწეოდი ლხენას, მარხვა დამიცვია კვებით, ცუდად ვმეტყველებდი და თან სიტყვით გამიცია ღმერთი... მოდი... ალიონზე გიხმობ, მოდი... დღე და ღამე გელი, ცოდვილს ზიარებად მერგო ვიყო ქრისტიანი მრევლი... ისევ მზის სხივები ცაზე, თვალნი გაღვიძებას ლამობს, ირგვლის სინათლეა - მაგრამ გული სხვა სინათლეს ნატრობს... ცოდვა დამიტევე ღმერთო - სხვას მე აღარაფერს ვნატრობ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი