ქალაქელი და სოფლელი


ქალაქის ქუჩებს ჩაივლი ლხენით,
მე სოფლის ყანობს დავდივარ ფეხით.
შენ მზეს გაჰყურებ ფანჯრების მიღმა,
მე მზე დამყურებს ფანჩატურს ვზივარ.
ალიონს ქუჩის ხმაურით ხვდები,
მე მაღვიძებენ ჩიტები სტვენით.
მანდ ბარ-რესტორნის მუსიკის ხმები,
ჩემთან გაისმის გალობა ზეცის.
ღამით გინთია ლამპიონები,
აქ კიაფობენ ცის მნათობები.
შენ მოდას მისდევ, სიახლით ტკბები,
მე სამოსელზე მარკას ვერ ვხვდები.
შენ გაიზარდე გოგონა ,,სვეცკი'',
მე კი დავდექი მშრომელი გლეხი.
ვიცი დამცინებ თუ სადმე შემხვდი,
იტყვი: არაა ეს სწორი ჩემი...
მე მიწას ვთოხნი, ალიონს ვხვდები,
მოსავალს ვიმკი დაკოჟრილ ხელით,
თვალს ამარიდებ, შენთვის ვარ გლეხი,
მაგრამ ბოლო გზა ყველას გვაქვს ერთი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი