რად მდევნი... ადამიანო...
ნეტავ რად მდევნი ადამიანო, გულში ბოროტი რად ჩაგიდვია, სულ დაგიკარგავთ ადამის მოდგმას უფლის სახე და სიტყვის ხიბლია. გულს მოუსმინე, სინდისი მართავს, ნუ გეუფლება აზრი ბილწია, ნეტავ რას მერჩი ადამიანო ჯვარს გასაკვრელად გადაგიცივარ. ფიქრობ... ვერ ხვდები... გაჰყურებ ზეცას უმწეო არის შენი ფიცია, რა დაგიშავე ადამიანო?! გული - ეშმისთვის გადაგიცია. საუკუნეებს მოითვლის წლები, დასაბამიდან რაც გამივლია, მე დაგიტოვეთ ის ათი მცნებაც და შესაცნობად წმინდა ბიბლია. დღეს რატომ მდევნი ადამიანო, წინაპართ სულნი ზეცად გიცდიან, რა დაგიშავე, ცუდს რატომ წყურობ, თქვენთვის სიკეთე არ დამიკლია. დაგელოდები ადამიანო, ისედაც ბევრი წლები მიცდია, ვეცდები რომ არ დაგაზიანო გულს სინანული თუ შეგიძლია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი