იქნებ...


იქნებ დაუბეროს ქარმა,
ძველი ოცნებები ახდეს,
შრომით გადაღლილი გული
ირგვლივ ვეღარაფერს ამჩნევს.
ხავსი მოსდებიათ სიტყვებს,
გარეთ შემოდგომა ხარობს,
ვეღარ შეველიეთ ფიქრებს
ძილში ოცნებებით ვხარობთ.
ისევ ალიონი ცისკრის,
სული აღმაფრენას ნატრობს,
ნეტავ დაუბეროს ქარმა,
სევდა გაატანოს წარსულს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი