Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_c5okouu36ritvf1leujkpuofr9, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
სინანულით უფალს... - ვასილ ადეიშვილი | პოეზია

სინანულით უფალს...


არ დაგტოვებ - კმარა რაც გაგაწბილე,
უშენობით დღე ბრძოლას შევალიე,
დღეს შენს კართან დაჩოქილი მოვდივარ,
გთხოვ შემინდე... უშენობით შფოთში ვარ.
ვესწრაფვოდი ამ ცხოვრების საწიერს,
გართობისთვის ლოცვაც კი გადავწიე,
ბევრჯერ ცოდვით შემიფერავს მარჯვენა,
სიცხადეა? - ამ სიცხადის არ მჯერა...
გართობას და ლხენას მივეც აზრები,
შენს გარეშე - ობლად დავიარები,
მე უშენოდ სიკვდილისაც არ მჯერა,
გთხოვ მიმიღე... აღარ წავალ ამჯერად.
ყველა ხალხის მოვიხილე მითები,
ნაქებარი ფერად-ფერად სიტყვებით,
მაგრამ გრძნობის ვერ შევძელი გამხელა,
მაპატიე... ცრემლით თვალი დასველდა...
აღარ წავალ - კმარა რაც გაგაწბილე,
ჩემი ქცევით ბევრჯერ ცრემლი გადინე,
შენს წინაშე დაჩოქილი მოვედი,
შენდობას გთხოვ... სინანულის მორევით...
....................................................................................
ყველა სიტყვა ვიცი შენთვის ფარსია,
საქმით ნახავ რა გრძნობაც გამაჩნია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი