სიმდიდრე და სიღარიბე
ერთი ქვეყნის ერთ კუთხეში, გზის პირად და მის შორს მდგარი მოსჩანს ორი ნაგებობა და ცხოვრების ორი ზღვარი. ერთი ცამდის აზიდული, ოქრო-ვერცხლით მობზინავი, მეორე კი მოკრძალებით ქვა-ლოდებით მომცინარი. თითქმის ცამდის ზე აღმართულს გარს ცემენტის არტყავს ჯარი, მზის სხივები ვერ უწვდება, ვერც ჩიტების ტკბილი ჰანგი, ალიონზე მაღვიძარას - ხმა ჩაესმის დამცინავი, თავს ევლება მსახურები მომღიმარნი, ფულის ხამნი... ქვა-ლოდებით ნაგებ ქოხმახს გარს ხეების იცავს ჯარი, ალიონზე მზე სტუმრობს და ხმოვანება ბულბულ-შაშვის. მაღვიძარად მამალი ჰყავს და ეზოში ცუგა დარბის, ღამით ცაზე ვარსკვლავები - უნათებენ სარკმელს კრძალვით. წყაროს წყალი უჩხრიალებს დაკოჟრილ ხელს წამლად არის, მომსახურედ ბუნებას ჰყავს და ბუნებაც მასთან არის. წლები ისე მიილია შემოაწვა მდიდარს დარდი, ღარიბს დარდი არ ეხება - არც მდიდრების კაეშანი... ერთი ქვეყნის ერთ კუთხეში ისევ მოსჩანს ორი სახლი, ისტორიის ნაკვალევზე სიღარიბე ბრძენად დადის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი