მოდი... ჩაგეხუტო...
მოდი... ჩაგეხუტო მოდი... მინდა მზის სხივივით ენთო, მოდი ჩაგეხუტო - მოდი... მინდა შენი ხილვა შევძლო. მოდი ჩაგეხუტო შორით, მანძილს განშორება ერგო, მოდი ჩაგეხუტო - მოდი... გულში სიყვარული მეფობს. ვიცი დრო თავისას შეცვლის, დაწერს ისტორიას წლებით, დღეს შენ აღარ გქვია ჩემი, გრძნობა მონატრების ფერი. მოდი - ნაყვავილარს გელი იყოს შემოდგომა თუნდაც, მე არც ფოთოლცვენა შემცვლის და არც ზამთრის ქარის ქროლვა, მე ვერც გაზაფხულით ვტკბები, მე არც ზაფხულის მზე მათბობს, მოდი ჩაგეხუტო - მოდი, მხოლოდ შენი სითბო მალღობს. დილით მზის სხივებთან ერთად, ღამით ვარსკვლავების დარად, მოდი გამიღიმე - ისევ მოდი - საოცნებო ქალად. დგება ამინდები მკაცრი, გარეთ სიმარტოვე ბუდობს, მოდი - გაანათე ბნელი, მოდი - გამიღიმე ოღონდ... ასე გაილია წლები, უკვე ჭაღარა თმით გელი, მოდი - ნუ დამტოვებ მარტოს, მოდი და მომკიდე ხელი. ვიცი აღარ გქვია ჩემი, ვიცი სხვის ალიონს ხარობ, ერთხელ ვერ მოგკიდე ხელი, ეხლა სამუდამოდ ვნანობ. მოდი ჩაგეხუტო... თუნდაც იყოს ჩახუტება ბოლო და ხვალ თუ კი წავალ ღმერთთან იქაც მეყვარები მხოლოდ... მოდი ჩაგეხუტო... მოდი... მინდა მზის სხივივით ენთო, მოდი ჩაგეხუტო - მოდი ნათლით მოვლენილო სვეტო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი