საქართველოა


დღეს სხივი მოსწყდა ზეცის ამბიონს,
დილამ უმთვაროდ გამოიღვიძა,
გამოფხიზლებულ დილის განთიადს
საბნად სიყვითლე შემოეხვია.
გადამწვანებულ მთათა ხეობებს შემოებურა ნაზი სურნელი,
ზოგან სიმწვანით ფარჩა შეემკო,
ზოგგან ყვითელი სამკაულებით.
ჩქერში კალმახი საბუდარს ეძებს,
ბარად მინდორ-ველს გასდევს ჰანგები,
გამოაფხიზლა მზის სხივმა დილა
შრომით დაღლილი გლეხის ხელებით...
მწვერვალებს თეთრი ჰხურავთ ნაბადი,
ღრუბლების მიღმა მთათა მდელოა,
მყინვარწვერიდან ბარის კარამდის
ღვთით კურთხეული საქართველოა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი