გურჯისტანი
ვიცი სისხლი მოგდის, წვეთად იწრიტები, ვხედავ იფერფლები ბედთან მორკინალი, ვგრძნობ, რომ გული გტკივა, ფეთქავს ეგ იარა, წლებმა არ დაგინდო - დრომ გადაგიარა. ისევ იჭედება ხალხში ის მახვილი უწინ გურჯისტანის სახელს რომ იცავდა, ისევ აენთება, ძახილს ელოდება კრწანისის მინდორი ვინც ააბრიალა. დიდი დიდგორობა ვიცი დაბრუნდება, გახსოვს ის ძახილი, მტერი რომ შეზარა?! კვლავაც დაგიდგება ძლევაი საკვირველი და წლების დანაგროვ სევდას დაგიფარავს. შენთვის იზრდებიან წინაპართ შვილები, არ თქვა, რომ გმირული ცეცხლი დაიკარგა, კვლავ ფერეიდანში რეკენ ის ზარები, სად - ისევ ქართული ისმის განდა-განა. მხოლოდ ჟამს უცდიან, ჰო... ჟამს გაბრწყინების, გახსოვს?! ბრძოლებისას ღმერთი რო იცავდა, ეხლაც ელოდება მადლით გაბრწყინებას და მტრებთან ჭიდილში ღმერთი დაიფარავთ. ვხედავ სიცხლი მოგდის, წვეთად იწრიტები, მაინც არ ნებდები ვხოვრების ნიაღვარს, ძახილს ელოდება ქართველი გმირები, ნუ ფიქრობ, რომ ბრძოლა უკვე დაგვიანდა. ისევ გაბრწყინდება ჩემი გურჯისტანი, დრომ ამ იარებით ვერ გაატიალა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი