ვასილ ადეიშვილი
ადამიანი
ჯარისკაცი
დეკემბერია ჯარისკაცო, გათოვს სახეზე, თეთრი ნაბადით შემკულია მთელი სამყარო, სადარაჯოზე, საქართველოს ფარად დამდგარი სამშობლოს იცავ, მკერდით ფარავ ტყვიას საავდროს. ნაბადი გხურავს, ზამთრის სუსხიც შენთვის თბილია, გეიმედება ოჯახობა - სახლს რომ გიცდიან, შენთვის სამშობლო სიწმინდეა, გულის რითმია, როგორც უფლისგან ბოძებული წიგნი ბიბლია. ზამთარი არის ჯარისკაცო, გათოვს, ხან გაწვიმს, ყინვის ნაბადით შემოსილა მთელი სამყარო და საქართველოს სადარაჯოდ ფარად დამდგარი მიწა-წყალს იცავ... წინაპართა ბილიკებს ავრცობ... გარეთ ყინვაა ჯარისკაცო, შენ კი არ გცივა, მებრძოლი გული სიყვარულის გრძნობამ გაათბო...