გზავნილი ქალაქს
ჩემს კუთხეში პოეტები სახლობენ, შენს კუთხეში მოუთმენლად გველიან, ჩემს კუთხეში პურს ღუმელზე აცხობენ, შენს კუთხეში მაღაზია ბევრია, ჩემს კუთხეში ვარსკვლავები მნათობენ, მთა და ბარი ეზო-კართან ერთია, შენს კუთხეში ლამპიონნი ნათობენ, შემორტყმული ბეტონ-ღობეებია. ჩემს კუთხეში ქალს მანდილი აბურავს, შენს კუთხეში არ გაქვთ ამის წესია, ჩემს კუთხეში გათენებას ნატრობენ, შენს კუთხეში დღე და ღამე ერთია. ჩემს კუთხეში ერთურთს ხილვით ხარობენ, შენს კუთხეში ყველა „სოც. ქცელებშია“, ჩვენს კუთხეში კაცს საქმეთი აცნობენ, შენს კუთხეში საქმე დოლარებშია... აქ მთა-ბარი შემორტყმია ხეივნებს, ჟრიამული ისმის პატრა ბავშვების, შენს კუთხეს ჩიტის ხმასაც ვერ იგებ, ჩემი კუთხის მონატრებით იწვები. ჩამობრძანდი, მოდი, სტუმრად მიგიღებ, შენ - ქალაქელს გიხმობს სოფლის ხიზნები, ჩვენს სიყვარულს თუ კი გულით მიიღებ ჩვენს სოფელში მასპინძელიც იქნები... ჩემს კუთხეში პოეტები სახლობენ, სიყვარული არის გრძნობა პირველი, ჩემს კუთხეში ლოცვით უფალს მადლობენ, თუნდაც ლუკმა ერგოთ ძალზედ მცირედი. შენს კუთხეში ღიმილი და ცრემლია, ღალატი და ორგულობა ბევრია, შენს კუთხეში უმალ ვერცხლზე გყიდიან, ჯვარს გაცვავენ... სულაც არ განიცდიან... მასპინძლობა ძველ-ქართული წესია და ქართველი ყველა კუთხის - ერთია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი