მინებს მიღმა


წერდა ცხოვრებას... ლამაზ ნოტებით ათბობდა ეზოს,
თხრობდა სიყვარულს... გულს იმედების ლამპარი ენთო.
არავინ ჰყავდა... მხოლოდ ლამაზი ოცნება ერგო
და ყველას გაჰყვა მისი ნამღერი ჰანგების ექო...
თხრობდა ცხოვრებას... სევდა უთქმელი თვალებში ერგო,
ცრემლებს მალავდა, რომ სიყვარული ხალხში განევრცო,
გრძნობას ფანტავდა... ტკბილი ჰანგებით ათბობდა ეზოს,
სევდას მალავდა... ლამაზად წერდა ცხოვრების ძნელ დროს.
ისე გათავდა, რომ ჩახუტება ვერავინ შეძლო...
ყველას მოაკლდა... სიტყვა ვერ აღწერს რაც გრძნობით შეძლო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი