იკარგება მომავალი


ზეცად მიდიან გენიოსები,
ალბათ სამოთხის კარი გაიღო,
გულმა დარდები ვერ დაიტია,
თვალმა ცრემლებით დარდი დაიტყო.
უკვე იმდენი გაფრინდა ღმერთთან
ერს მომავალი თითქმის არ დარჩა,
გადაინაცვლეს სხვა საქართველოს,
აქ დაგვიტოვეს ტკივილის განცდა.
ანგელოზების დასი დაეშვა,
ცით მომავალნი სხივად კიაფობს,
მხოლოდ იმედი შემოგვრჩენია
და ეს იმედიც ობლად ციაგობს.
ზეცად მიდიან გენიოსები,
ერს მომავალის აღარ აქვს განცდა,
აქ დარჩენია დიდი ტკივილი
და სიხარული? - ნეტავ სად გაქრა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი