მაპატიე...
მე მაპატიე... ვერ შევუწყვე ფეხი დროებას, ვერ შევებრძოლე ამ ცხოვრების ამაოებას, მე მაპატიე... რომ დავთანხმდი ჩვენს განშორებას და სულ სხვა გზაზე გავაგრძელე შენზე ოცნება. გამოიცვალა, შემოდგომის დაჰკრავს ფერები, გაყინულია ჩემი გული, დარდს ვერ ვერევი, ნეტავი შევძლო, დავაბრუნო დრო - თუნდ დროებით და შევებრძოლო სულ თავიდან - გზას განშორების. როცა გიჭირდა, თვალზე ცრემლებს არ მანახებდი, იღიმებოდი, ირთვებოდი ლამაზ ფერებით, სევდას მალავდი იმედებით - რომ შევხვდებოდით, მე კი ვფიქრობდი - უკვე სხვისკენ იხედებოდი. უგუნურებამ დამამძიმა, დამიმორჩილა, ერთ დროს ამაყი - საცდურებმა დამიყოლია, ეხლა კი როცა სინანული შემომრჩენია გთხოვ მაპატიო... სხვა სათქმელი არ დამრჩენია. მე მაპატიე... ვერ შევუწყე ფეხი დროებას, ვერ შევებრძოლე მოშორებით გადაცხოვრებას. მე მაპატიე... რომ დავთანხმდი ამ განშორებას და არ ავყევი შენი გულის ლამაზ ოცნებას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი