სჯობს დაიჯერო...
სჯობს დაიჯერო, რომ აფრენა არ შეგძლებია, რადგან ვინც უკვე შეეცადა, უმალ დააგდეს, გიჟად შერაცხეს, შემოაცვეს ბილწის მანტია, პატიოსნება? - გულში ნეტავ თუ აბადიათ. სჯობს დაიჯერო, რომ სამოთხეს რეკენ ზარები, სიზმარი არის ეს ცხოვრება და იარები?! - ესენი მხოლოდ დროებითი ხორცის ხინჯია და ვინც აფრინდა, მიწას დასცეს... არც განიცდიან... ტკივილიც მხოლოდ სიზმარია მწვავე განცდებით, რადგან თვით სულიც უხორცოა, უფლის ხატია, მეც თუ დამცემენ არ იფიქროთ რომ გავბრაზდები, მიწაზედ ტანჯვა - შემოქმედთან დიდი მადლია. სჯობს დაიჯერო რომ აფრენა არ შეგძლებია, თავმდაბლად ყოფა გახსოვდეს, რომ ლამპრად ანთია, განკაცებული ღმერთი იყო ხალხში მსტოვარი, ცოდვილ მოდგმისთვის, უცოდველმა ჯვარი ასწია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი