სიტყვის ძალა
დღეს ყველაფერი სიტყვით დასრულდა, როგორც ლამაზი სიტყვით დაიწყო, სიტყვა იყო და სიტყვა მართავდა, სამყაროც ერთი სიტყვით აიწყო. სიცოცხლის აზრიც ერთი სიტყვაა, გულის გრძნობების გადმოსაცემი, მზეც იმალება ღრუბლების მიღმა, როდესაც ქრება სიტყვის ნათელი. ომებს მართავდნენ სიტყვის პასუხად, ეწირებოდნენ სიტყვას ქართველნი, ჩვენს წინაპრებშიც სიტყვა ფასობდა და ისჯებოდა სიტყვის გამტეხი. ყველაზე დიდი და უძლეველი, კაცის სიტყვაა საქმით მსახველი, თვით უკვდავებაც ერთი სიტყვაა დანატოვარით გადმონაცემი. იარაღია მართალი სიტყვა დროის სამჭედლოს გამონაჭედი, წამალი არის ლამაზი სიტყვა მონატრებული ჰანგით ნამღერი. სიტყვა ლოცვაა, უფლის დიდება, სოტყვით ღვთის მადლი მოგვეფინება, ბოროტის ენაც ბასრი სიტყვაა, მაგრამ სხვა აზრით მოგვევლინება. დღეს ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც სულ ერთი სიტყვით დაიწყო, ჩვენი სიცოცხლეც ერთი სიტყვაა სანამ განგებამ სმენა დაგვიხშო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი