სამაგიერო...


ბევრჯერ ვეურჩე ჩემს ბედისწერას,
გაუკვალავი ავკაფე გზები,
ბევრჯერ აღმართზე ფეხიც დამიცდა,
ნაიარევი მეტყობა წლების.
ბევრჯერ გავბედე ღმერთთან ღაღადი,
ო! დატანჯული მცვიოდა ცრემლი,
ბევრჯერ ღიმილი ნიღბად მოვირგე
და არ დავუთმე ცხოვრებას ჩემი.
ზურგში დანა და ლახვარი დამცეს,
ბაირაღები ეკავათ ხელში,
ბევრჯერ სიურჩე არ მაპატიეს
და მოინდომეს გაყიდვა ჩემი.
არ შევუშინდი მუხთალთ მხილებას,
ყველას პასუხი მოვთხოვე ჩემით,
სადაც მახვილით ვერაფერს გავხდი
ტყვიით გავუქრე სიცოცხლე ვრცელი.
ვიცი - მეც მალე ღმერთთან წარვსდგები
და სამსჯავროზე მომთხოვენ ზეცით,
ან ჯოჯოხეთის ტანჯვას მიმცემენ,
ან სამოთხეში - მაცხოვრის ნებით.
ბევრჯერ ვეურჩე ცხოვრების ნებას,
გაუკვალავი გავკაფე გზები,
არღარ დავტოვე არავინ ქვეყნად
ვინც კი ოდესმე მადინა ცრემლი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი