გავფრინდები მაღლა...


ვიცი მალე გაფრინდება წლები
და უფალთან დავივანებ ბინას,
სად სამოთხის ზარების ხმა მესმის,
ანგელოზნი რომ გალობენ მშვიდად.
ვიცი მალე დასრულდება ბრძოლა,
შერკინება მეც მეწია ჩემი,
ჯოჯოხეთი დავუტოვე მიწას
და უფალთან პირნათელი ვდგები.
ქარი ისევ აშრიალებს ჭადარს,
ისევ ისმენს ღმერთი ცოდვილთ ღაღადს,
ალავერდში კვლავ სწირავენ ზვარაკს
და გერგეთი ღრუბლებს მიღმა კვლავ ჩანს.
ვერ მოვუსწრე მომეწია რთველი,
დამეკრიფა რქა-წითელა ხელით,
ვერ გავსინჯე ბობოქარი წვენი,
ვერ დავთვერი ოქროს მარცვლის ცრემლით.
ვერ მივიღე მომავალ წლის განცდა,
ალბათ ასე მოინდომა ხალხმა,
მათ გადამცეს მე იუდას მსგავსად
და სიკვდილმაც აღარ დაახამა.
ალიონზე ნასახლარი ხვდება,
დიდი სახლი ნელა იფერფლება,
მე სხვაგან ვარ, ჩემი ხმა არ გწვდებათ
რას განიცდით? თქვენ გამეცით ქვეყნად.
ალბათ ნანობთ, რომ უფალი მხვდება,
ჯოჯოხეთი არ მარგუნა ღმერთმა,
თქვენი ცრემლი ჩემს გულს ვეღარ ხვდება
და მივდივარ შემოქმედთან ზეცად.
წამებივით გაილია წლები
და უფალთან გავემართე მაღლა,
ალიონზე მზეს მე ვეღარ ვხვდები,
სხვა სიცოცხლის შევიგრძენი განცდა.
სული - ღმერთთან, თქვენ კი ლეში დაგრჩათ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი