** ** **


მშვიდობით მოსულს საომარი დამხვდა ბუნება,
გარემო თითქოს განიცდიდა გულის ცდუნებას,
რატომღაც ავმა შეიმოსა თეთრი მანტია
ირგვლივ ფარსია, მეგობრობა კი ღალატია.
მშვიდობით მოსულს სიყვარულის მომაქვს ფერები,
მომაქვს ოცნება დაღლილ გულით მონაფერები,
ომს არ გავურბი, მაგრამ ეხლა მოვალ მშვიდობით,
ავს რატომ ძიობთ, რატომ ლესავთ მახვილს ცილობის.
მშვიდობით მოსულს მომახურეთ ბილწის მანტია,
ცილი დამწამეთ, ჯვარზე მაცვით, დილა ადრიან,
ომი დამიწყეთ, დამაბრალეთ ფულის ძიობა,
ეს არ იკმარეთ, შემირაწყვეთ გვართა შვილობა...
მშვიდობით მოვედ, საომარი არ მქონდა ვნება,
თქვენ მომიწვიეთ და დაგთანხმდი, უარს ვერ ვბედავ,
ომის მაგივრად გაჩაღდება ბრძოლა საზარი,
მე აქ ვარ სახლში, თქვენ კი არ გაქვთ თავს შესაფარი..
მშვიდობით მოვედ, თქვენ კი დამხვდით თბილი ღალატით,
ომი ისურვეთ და ლომების ხელში ჩავარდით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი