Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_njquv1r0vnea32b0k1bm46dq47, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
უბრალონი... - ვასილ ადეიშვილი | პოეზია

უბრალონი...


ჩვენ ღარიბებს - პოეზია გვახარებს,
გულის დარდებს ტკბილი რითმა ჩრდილავს.
ჩვენ ღარიბებს - სევდას ლექსი გვიქარვებს
და ოცნებებს სარკმელებთან სძინავთ.
ჩვენ ღარიბებს - სიყვარული გვიტაცებს,
წრფელი გრძნობით ვეგებებით დილას.
ჩვენ ღარიბებს - ლუკმას ღმერთი გვიბოძებს
და იმედი გაჭირვებას ჩრდილავს.
ჩვენ ღარიბებს - დაკოჟრილი ხელებით
გაგვიკაფავს ცხოვრების გზა ვრცელი,
სისხამ დილას გადაღლილი შევხვდებით
და ალიონს ლოცვით ვეგებებით.
ჩვენ ღარიბებს უბრალო გვაქვს ფერები,
უბრალო გვაქვს ნატვრა ნაფერები.
ჩვენ ღარიბებს - ტანზე ჩოხა შეგვშვენის,
დაძონძილი, დროში ნაძველები.
ჩვენ ღარიბებს - სილამაზის ელფერი
განგვიცდია ბუნებასთან შერწყმით,
ჩვენ ღარიბებს - სიმდიდრე არ შეგვშვენის,
არ გვიხდება სამკაული ვერცხლის.
ჩვენ ღარიბებს - თვით უფალმა გვიბოძა
ეზო-კარი ბუნებაში ვრცელი,
ჩვენ ღარიბებს - დასატოვრად ერთი გვაქვს:
სიყვარული ალალი და წრფელი.
ჩვენ ღარიბებს - პოეზია გვახარებს,
გულის დარდებს რითმის მიღმა სძინავთ,
ჩვენ ღარიბებს გულს ლექსები გვიხარებს
ოცნებებით მომავალ დღეს ვხიბლავთ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი