თათბირი ღმერთთან


ხო... მთელი ღამე ვბჭობდი უფალთან,
გამოცხადება მქონდა ფრთოსნების,
ცოდვით გადაღლილ, დათუთქულ გულზე
მალამოს მცხებდნენ ანგელოზები.
ხო... მთელი ღამე მქონდა ზმანება,
ცოდვებს სიებად ვდებდი სასწორზე,
არც ძველი მადლი არ დამივიწყეს
და ერთიანად გამასამართლეს.
გულს - სიყვარული მადლად მიიღეს,
ცოდვილ საქმეებს სხვა ჰქონდა მცნება,
მე მართალია ბევრჯერ დავეცი,
მაგრამ ბევრჯერვე ვინანე ცრემლად.
ბოლოს იქუხა, ზეცა შეიხსნა,
თითქოს გაბრწყინდა მთელი სამყარო,
ქვეყნიერებას კიდემდე მისწვდა
უფლის ძახილი - თბილი, საამო.
მეც განაჩემი მაცნეს ღვთის ნებით,
ჩემი ცხოვრების მორჩა გამოცდა,
ცოდვილი გულის მატარებელო
შენს საქმეებში მადლი აღმოჩნდა.
ხო და მცირედი მიიღო ღმერთმა,
კეთილმა საქმემ გიხსნა მარწუხებს,
წადი... იცხოვრე... და დაინახავ
უფალი როგორ დაგასაჩუქრებს.
მე მთელი ღამე ვბჭობდი უფალთან,
გასამართლება მქონდა ცხოვრების,
ცოდვებით დაღლილ, გატანჯულ სულზე
მკურნალად მყავდნენ ანგელოზები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი