ღირს კი?..


იქნებ აღარ ღირს ჭიდილი ერთან,
იქნებ ამაო არის გოდება,
იქნებ იწყება მომავალ გენში
ქართული სულის გამოვლინება.
იქნებ აღარ ღირს პაექრი ღმერთთან,
რადგან უფალი თვითონ ჩვენშია,
იმას ვერასდროს ვერ დავამარცხებთ,
რაც ზეციერით დანადგენია.
იქნებ ცისკარმა გამოანათოს,
ნუთუ სხივები არ დარჩენია?!
შემორჩენილი არ გვყოფნის შუქი,
ადამიანთა გული ბნელშია.
იქნებ აღარ ღირს შფოთი და ომი,
ხალხთ სიყვარული ქვეყნად ერთია,
იქნებ ამაოც არის დიდება,
რაც წარმოსახვით დაგვიდგენია.
ილუზიებით მოვდივართ გზა-გზა,
დანატოვარიც შემოგვხევია,
ძონძების მიღმა კეთილი გული
ერთ-ურთის შურით გაგვითელია.
იქნებ აღარ ღის ჭიდილი ღმერთთან,
ნუთუ სიცოცხლე ასე გრძელია?
გზის გასაყარზე ნათელი სვეტი
კათილი გულის მასპინძელია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი