დღევანდელობა


დღეს პოეტებს გაუხუნდათ ფერები,
ახლოს ვართ და მაინც ვერ გეფერებით,
დღეს სიცრუე შემოვიდა მოდაში
მოკლე კაბას ხამდებიან ოღრაშნი.
დღეს სიბილწეს მოახურეს მანტია,
დღეს მრუშობა იქცა კანონ-სანქციად,
დაივიწყეს გზა - ბრძოლებით ნაკვალი,
წაშლილია მადლი - ღვთით მომავალი.
დღეს რატომღაც გარყვნილია მოდაში,
აირია ქალ-კაცობის ფორმატი.
დედის მანდილს საქმით შეურაცხავენ,
ლანძღავენ, რომ კაცობაში გამყარდნენ.
მოკლე კაბას ეხარბება თვალები,
ხორცებზეა გადასული აზრები,
კეთილ გულის დამნახველი ღმერთია,
ჭეშმარიტი და თან ერთადერთია.
დროებითად შეიცვალა ფერები,
გასავლელი არის მძიმე დღეები,
გარყვნილების გამოჩნდება სახება
დრო გაწმინდავს და კვლავ მადლი დარჩება.
დღეს პოეტებს აღარ დაჰკრავთ ფერები,
მოვა დრო და ისევ მოგეფერებით.
რადგან ცრუ და ოღრაშია მოდაში,
გადავსახლდით წინაპართა ქოხმახში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი