ვედრება


შენი შექმნილი დედამიწა ცოდვით ფრთხიალობს,
სისხლის მორევში გასვრილია ხალხის ხელები,
დედა - შვილს ჰყიდის, გაორგულდა კაცის ბუნება
ადამიანებს მოუსხიათ ვაჭრის ელფერი.
შენი შექმნილი დედამიწა ცოდვამ გააპო,
ჩვილის ცრემლებით მორწყულია სასუფეველი,
ახალშობილებს ჩანასახში უკლავენ იმედს
და ცოდვისფერად შეიფერა წმინდა კედლები.
სასუფეველში საჩივლელად დგანან რიგებში:
ასაკით მცირე, უსამართლოდ განაწბილებნი,
ეკლესიაში მხოლოდ მდიდრებს ადგავენ დაფნას,
ღარიბებს დარჩათ სამლოცველოდ კუთხე მცირედი.
ერი შექმნილი შენს ხატებად - ცოდვას მიეცა,
სიცოცხლეს გმობენ, აღარ შერჩათ წმინდა იმედი,
მომავალს კარგავს კურთხეული დედის სამშობლო,
უფალო ღმერთო - გვიწყალობე დღე ხვალინდელი.
შენი შექმნილი დედამიწა ცოდვამ მოიცვა,
სისხლის მორევმა დააქცია წმინდა იმედი,
ეკლესიაში მხოლოდ მდიდრებს ადგავენ დაფნას
გთხოვ შემოქმედო - დაიფარე შენი შვილები...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი