აუქციონი...


გაყიდულია! ამბობს იუდა
და სადარბაზოდ დროშა აღმართეს,
აუქციონზე გამოტანილი
თავისუფლება ჩამოატარეს.
ვინ - რამდენს იხდის:
- ისმა ძახილი
და დამსწრეებმა სმენა დაძაბეს,
თავისუფლებას თავდახრით მდგომი
პატიოსნემა ზედ დაამატეს.
სრული სიჩუმე, დუმილი ვრცელი,
წამგებიანი ჩანდა ვაჭრობა,
თუ ერთგულებაც არ დავამატეთ
ისე საყიდლად არვინ არ მოვა.
არც სიყვარული არ დაივიწყეს,
გრძნობის გარეშე როგორ გამოვა?!
ოცდაათ ვეეცხლში ყველას ყიდიან
მაგრამ მყიდველი არავინ მოსჩანს.
ვინ რამდენს იხდის? - ისევ თავიდან...
ისევ ამაო აღმოჩნდა მოცდა,
ბრალი დასდეთ და ბნელში ჩაყარეთ
მათი მყიდველი დღეს აღარ მოვა.
დილეგს გაუშვეს ქვეყნის სიმდიდრე,
იუდას სახე გადმოჰყვა მოდგმას,
თავისუფლებას ვინც დაიბრუნებს
სხვა დანარჩენიც მასთან წამოვა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი