ხარებას...


დღეს ზეცა დაჰკრეფს ვარსკვლავებს,
მოგვები ამბავს ჰყვებიან,
ფარული ნება გაცხადდა
ძე ღვთისა - ცოცხლად გვწვევია.
უბიწო ქალწულს ეხარა:
დედობის ხვედრი შენია,
შენ უნდა შობო ჭაბუკი
ვინც ქვეყნის შემოქმედია.
ბაგაში, ოქროს გარეშე,
ჭილობებს გამოხვეული,
ასე იშობა ყმაწვილი
ღვთის მადლით გამორჩეული.
დღეს ზეცა იძრა, ვარსკვლავნი
მოგვებთან ამბავს ჰყვებიან,
ფარული ნება გაცხადდა
ძე ღვთისა - ცოცხლად გვწვევია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი