ოჯახი


მე ყოველ დილა სევდით ვიღვიძებ,
მონატრებისგან კვნესის ეს გული,
უფალმა თქვენით მომცა სიმდიდრე:
ოჯახი თბილი - ჩემი ერთგულნი.
ცხოვრების ბილიკს მივყვებით აღმა,
ერთურთის გვერდით ბრძოლა ტკბილია,
მანძილი გრძნობას ვერასდროს ჩაკლავს,
რადგან ეს გრძნობა კურთხეულია.
მე ყოველ ღამე კანდელთან მდგარი
ლოცვით ვსაუბრობ, ვავედრებ უფალს,
რომ დაიფაროს მან თქვენი თავი
ამაზე მეტი სხვა რაღა ვუთხრა.
მე ყოველ დილა ფიქრი მაღვიძებს,
და სასაუბროდ ვდგები ლოცვებით,
მე ღმერთმა თქვენით მომცა სიმდიდრე
აუწონავი, გრძნობის მორევი...
..................................................................................
გთხოვ დაიფარე უფალო ღმერთო
ყველას და, ძმა და ყველას მშობლები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი