გაიღიმეთ ქალბატონო...


ღიმილი გიხდებათ ქალბატონო
გულში დანაგროვებ სევდას მალავთ,
უფლის მარგალიტად წოდებული
სამყაროს სილამაზეს წარმოსახავთ.
ღიმილი გიხდებათ ქალბატონო
მასთან უძლურია ყველაფერი,
სინაზეს მრავალფერად წარმოსახავთ
გრძნობით მოგიზგიზე კელაპტრებით.
ღიმილი გიხდებათ ქალბატონო
მის წინ ნათელია ღამე ბნელიც,
გულების დამპყრობელად გვევლინებით
თქვენთვის მარტივია ყველაფერი.
ღიმილი გიხდებათ ქალბატონო
ბოროტ განზრახვათა დამთრგუნველი,
ქვეყნად ყველაფერი ფერმკთალდება
სადაც არ იღიმის ეგ ბაგენი.
ღიმილი გიხდებათ ქალბატონო
სიცოცხლის უკვდავებას წარმოსახავთ,
წმინდა გრძნობების საწნახელი
ღმერთმა თქვენს გულებზე გამოსახა.
ღიმილი გიხდებათ ქალბატონო
იქნებ კიდევ ერთხელ გაიღიმოთ,
მინდა ეგ თვალები გრძნობით სავსე
მუდამ სიყვარულით აგიზგიზოთ.
...........................................................
ღიმილი გიხდებათ ქალბატონო
გთხოვთ, რომ არასოდეს მოიწყინოთ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი