Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_poaq7cfi6rl3m9kvd6g7bdeulv, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
პასუხი ღვთისგან - ვასილ ადეიშვილი | პოეზია

პასუხი ღვთისგან


ანგელოზები ტოვებენ ქალაქს,
ანგელოზები იცვლიან ალაგს,
სადაც კი ცოდვამ დაიწყო შობა
მართალი კაცის დაიწყეს განსჯა.
ისტორიებზე გარდმომავალი
ცეცხლის ალებმა მოიცვა კიდე,
ამაო არის გარჯა ცოდვილთა,
მხოლოდ უფალი თუ გაგვიღიმებს.
სიწმინდეების იწვება არე,
იწვება სახლი - უფლის სავანე,
იწვება ერთ დროს წმინდა სასახლე
რადგან წიაღში სიბილწე დარგეს.
ცეცხლის ალები იქცნენ ბატონად,
ეს იყო სიტყვა - ცოდვის პასუხად,
გადაარჩინა ღმერთმა სათუთად
სიწმინდეები, რაც ერს არგუნა.
ლოცვად დამდგარან მცირედ ნამარხნი,
შემორჩენილი რაც ჰქონდათ რწმენა,
მხოლოდ ლოცვები თუ გადაგვარჩენს
სანამ ცოდვებმა ზეცაც დახურა.
ანგელოზები ტოვებენ ქალაქს,
ანგელოზები ღმერთთან მიდიან,
უბრუნდებიან ზეციურ სახლ-კარს
და სამოთხეში მიბრძანდებიან.
...................................................
ამით გაგვეცა ცოდვის პასუხი
ამით დაიხშო ჭიშკარი ზეცის,
ეს ჯერ მცირედი იყო ხმაური
და მომავალში ნეტავ რა გველის...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი