სხვანაირი სიცოცხლე
მე სხვანაირი სიცოცხლე მიყვარს, მიყვარს გრძნობებით დათრობა ქალის, ცის კაბადონზე ვარსკვლავთა ცვენის მიყვარს ყურება მთვარიან ღამით. მე სხვანაირი სიცოცხლე მიყვარს, მიყვარს ოცნების აყოლა წამით ბევრჯერ გათელილ ბილიკებს ვუცქერ ვტკბები სიცოცხლის განვლილი წამით. მე სხვანაირი სიკვდილი მხიბლავს, ბუნების წიაღს რომ ვუმზერ თვალით, მთის წყაროს წყალი გულს გამიგრილებს, სამყაროს ამბებს მიამბობს ქარი. მე სხვანაირი მიყვარს ოცნება, სისხლით ამაყი ქართველთა მსგავსი, სულით-ხორცამდე ღმერთს მინდობილი ვტკბები უფლისგან ბოძებულ ჟამით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი