Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_32packlmp50bogpf0079rda8m7, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
ღამეა - ვასილ ადეიშვილი | პოეზია

ღამეა


ეხლა ღამეა, ჩემი ფიქრები
ამბებს უთხრობენ მთვარეს ნამიანს.
ერთი ოცნება თან აედევნათ
ამ გულს ჩუმად რომ გამოპარვია.
მანძილი გვყოფს და გწვდება გონება,
ერთი ცა გვხურავს და დედამიწა.
კილომეტრები თვალუწვდენელი
შენზე ოცნებამ წამში გალია.
ეხლა ღამეა და სილამაზე
მე შენს თვალებში დამინახია.
დროს ნუ უყურებ, მხოლოდ ფანდია,
გულს მოუსმინე, ის მართალია.
..............................................................
ერთი ცა გვხურავს და დედამიწა,
მანძილი? - ფიქრმა წამში გალია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი