Warning: session_start(): open(/var/lib/php/sessions/sess_hociahdee1fnfubg7i9q08goig, O_RDWR) failed: No space left on device (28) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133

Warning: session_start(): Failed to read session data: files (path: /var/lib/php/sessions) in /var/www/html/poetry.ge/src/App/Session.php on line 133
დავწერ ლექსებს... დავწერ ბალადებს... - ვასილ ადეიშვილი | პოეზია

დავწერ ლექსებს... დავწერ ბალადებს...


კიდევ ბევრს დავწერ, დავწერ ლექსებს,
დავწერ ბალადებს.
რითმებად ვიტყვი რაც სევდა მაქვს
და რაც მადარდებს,
კიდევ ბევრს დავწერ, ჩემს ცხოვრებას
დავწერ სტროფებად,
ლექსებში ავღწერ სხვა ხალხების
ამაოებას.
ლამაზად ვქარგავ, შეწყობილად
ავკინძავ სტროფებს,
სასიამოვნოდ საკითხავი გულს
შვებას მოგცემთ,
ცოტაც ფიქრები მოგერევათ,
სულს გააცოცხლებთ,
ჩემი ლექსებით მე სიცოცხლის
სიმკაცრეს ავღწერ.
ბუნების სიტკბო თან დავურთე
რითმებს შეფარვით,
ნაზი ჰანგებით დავაჟღერე
წყაროს თავს ქნარი,
გულის წადილი ავისრულე,
წლების ნანატრი
და გავუყევი წინაპართა
ბილიკებს კრძალვით.
კიდევ ბევრს დავწერ, ცხოვრებაზე
შევქმნი ბალადებს,
უფლის სიყვარულს დავიმგზავრებ
სიცოცხლის გზაზე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი