უცნობ ქალს...


ჩემი ლექსები ვიცი ცოტაა,
უბრალოება დაჰყვება სტროფებს,
ჩემი ლექსები ჩუმი გრძნობა
გულის ფიქრებმა რაც გაახმოვნეს,
შენს სილამაზეს და შენს მშვენებას
ვიცი ვერ ავღწერ მხოლოდ რითმებით,
გალაკტიონიც დაიღლებოდა,
რომ გაეცანი ჩემზე პირველი,
ნიკო ფიროსმანს ფერებთა სპექტრში
გასხივოსნება დაეწვეოდა,
შენი თვალების გადმოსაცემად
მოდილიანიც დაეჭვდებოდა.
უუნაროა აზრი ყოველი,
თითქოს ხელოვანთ წაერთვათ მუზა,
ნატვრის ფერია შენი თოლები,
შენ ყველა ტკივილს ღიმილით თრგუნავ.
ხმა-ტკბილ გალობის თვით შემოქმედი
შენი მოსმენით განიცდის თრთოლვას,
ხმის სათნოება სულს ეჯიბრება,
პაექრობაში სინაზეც შფოთავს.
..................................................
ჩემი ლექსები ვიცი ცოტაა,
შენს სილამაზეს სულ სხვა აქვს ხიბლი,
შევადარებდი მაგ თვალთა ციაგს
კამკამა ცაზე ვარკვლავთა ციმციმს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი